logo
ENG



"ვუთხარი, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ" - ნეთანიაჰუ ბაიდენთან სატელეფონო საუბარზე

24 დეკ 202318:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/24/bzzdmbz1mjytp02.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მან ბაიდენს უთხრა, რომ ისრაელი საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

"გუშინ საღამოს, კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. მე ვაფასებ შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოზე. პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას. გუშინ ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ესმის.

ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა. ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე", -  თქვა ისრაელის პრემიერმა.

ისრაელის პრემიერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა. როგორც საერთაშორისო მედიები წერენ, ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობასა და მძევლების გათავისუფლების საკითხზე.


close დახურვა